ახალი ამბები

სარგსიანმა მედვედევს არჩევნებში მმართველი გუნდის გამარჯვება მიულოცა

6 დეკემბერი, 2011 • • 988
სარგსიანმა მედვედევს არჩევნებში მმართველი გუნდის გამარჯვება მიულოცა
სომხეთის პრეზიდენტმა სერჟ სარგსიანმა რუს კოლეგას დიმიტრი მედვედევსა და რუსეთის პრემიერ–მინისტრს ვლადიმერ პუტინს  მმართველი პარტია “ერთიანი რუსეთის” საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. აღნიშნული შესახებ ინფორმაციას სომხური სააგენტო news.am ავრცელებს.
მედვედევისადმი გაგზავნილ წერილში სარგსიანმა გამოთქვა ღრმა რწმენა, რომ აღნიშნული არჩევნების შედეგები ხელს შეუწყობს რეგიონში სტრატეგიული ურთიერთობებისა და თანამშრომლობის განვითარებას და გააღრმავებს რუსეთსა და სომხეთს შორის მეგობრულ ურთიერთობებს.

“სომხეთი აფასებს რუსეთის პრემიერის ვლადიმერ პუტინის დამოკიდებულებას სომხეთ–რუსეთის მეგობრული ურთიერთობების შესახებ,” – ნათქვამია სარგსიანის წერილში.    

შეგახსენებთ, რუსეთში საპარლამენტო არჩევნები 4 დეკემბერს ჩატარდა. მმართველი პარტია “ერთიანი რუსეთი” პირველ ადგილზე გავიდა ხმათა 49,67 პროცენტით. წინა წლებთან შედარებით პარტიას მნიშვნელოვნად მოაკლდა ამომრჩევლის მხარდაჭერა. 4 წლის წინ “ერთიან რუსეთს” 64–მა პროცენტმა დაუჭირა მხარი.

მასალების გადაბეჭდვის წესი