პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ზაზა პაპუაშვილმა დამოუკიდებლობის დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა და დეპუტატებს მოუწოდა, 2011 წლის 26 მაისს გარდაცვლილებისთვის წუთიერი დუმილით პატივი მიეგოთ:
“ვინც ხართ 26 მაისის აქციის მონაწილეები, ვინც არ ხართ, ყველამ პატივი მივაგოთ იმ დღეს გარდაცვლილ ადამიანებს და არა მარტო იმ დღეს, მთელი ამ 9 წლის განმავლობაში. ამ დუმილით პროტესტი გამოვთქვათ იმის მიმართ, რაც 2011 წლის 26 მაისს ჩაიდინეს,” განაცხადა პაპუაშვილმა.
“ნაციონალური მოძრაობის” წევრები სკამებიდან არ ამდგარან, რაზეც ოთარ ჩრდილელმა მიუთითა. მის საუბარს საპარლამენტო უმრავლესობის და უმცირესობის წევრებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება, გინება და ფიზიკური დაპირისპირების მცდელობა მოჰყვა.
საბოლოოდ ვითარება განიმუხტა.