ახალი ამბები

ალექსანდარა ჰოლ-ჰოლი: უმნიშვნელოვანესია, რომ გიგა ოთხოზორიას მკვლელებმა პასუხი აგონ

23 მაისი, 2016 •
ალექსანდარა ჰოლ-ჰოლი: უმნიშვნელოვანესია, რომ გიგა ოთხოზორიას მკვლელებმა პასუხი აგონ

დიდი ბრიტანეთის ელჩი საქართველოში, ალექსანდრა ჰოლ ჰოლი ხურჩაში გიგა ოთხოზორიას მკვლელობას გამოეხმაურა.

“შოკირებული და შეწუხებული ვარ ხუთშაბათს სოფელ ხურჩაში მომხდარი ფაქტით, რომელმაც გიგა ოთხოზორიას სიცოცხლე შეიწირა. სამძიმარს ვუცხადებ ბატონ ოთხოზორიას ოჯახს და ახლობლებს. უმნიშვნელოვანესია, რომ ამის ჩამდენებმა პასუხი აგონ კანონის წინაშე და სიმშვიდე აღდგენილ იქნას. ამგვარი ინციდენტები ხაზს უსვამს ისეთი დისკუსიის ფორმატის არსებობის აუცილებლობას, როგორიცაა გალის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმი”, – განაცხადა ელჩმა.

ოფიციალური ინფორმაციით, 19 მაისს, დაახლოებით 14:30 საათზე ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში, გამყოფი ხაზის მიმდებარედ, შეიარაღებულმა პირმა ცეცხლსასროლი იარაღით სასიკვდილოდ დაჭრა გალის რაიონის სოფელ ბარღების მკვიდრი გიგა ოთხოზორია. ინციდენტის შედეგად დაზარალებული მუცლის არეში მიყენებული მრავლობითი ჭრილობებით სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა გადაიყვანა ზუგდიდის ჰოსპიტალში, სადაც მოგვიანებით გარდაიცვალა.

მასალების გადაბეჭდვის წესი