ახალი ამბები

უსუფაშვილი: ვინც კუნთებით შეეცდება არჩევნებში გამარჯვებას, წააგებს თავს [ვიდეო]

23 მაისი, 2016 •
უსუფაშვილი:  ვინც კუნთებით შეეცდება არჩევნებში გამარჯვებას, წააგებს თავს [ვიდეო]

პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დავით უსუფაშვილმა 22 მაისს კორცხელში მომხდარ ინციდენტზე ისაუბრა:

“ყველა, ვინც კუნთებით შეეცდება არჩევნებში გამარჯვებას, წააგებს თავს. ვინც ძალადობის გზით შეეცდება პრობლემების მოგვარებას, ყველაზე მეტად და მწარედ დამარცხდება. ეს არ არის ჩემი ანალიზი, არ არის რჩევა და გაფრთხილება, ეს არის ჩემი, როგორც პარლამენტის თავმჯდომარის დაპირება. მე მჯერა, რომ ამ დარბაზში, პარლამენტში და მთლიანად საქართველოში მეტი ვართ ანტიზონდერები, ვიდრე ზონდერები და კონტრზონდერები. მე ზონდერებსა და კონტრზონდერებს შორის განსხვავებას ვერ გავაკეთბ,” – განაცხადა უსუფაშვილმა.

დავით უსუფაშვილის განცხადებით,  საჭიროა, პოლიტიკოსს არ ჰქონდეს ოპონენტის ცემის მზაობა:

“ყოველგვარი საუბარი იმის თაობაზე, რომ ერთ მხარეს იყო ოთხი ჯოხი, მეორე მხარეს ორი ქვა, აქედან იყო ოთხი მუშტი, იქიდან იყო ერთი – არის არასწორი საუბარი და ჩვენ ამ საუბარში არ უნდა ჩავებათ.  უდნა ვიცოდეთ ისიც, რომ  ზოგადად, თუ მზად ვართ ვცემოთ პოლიტიკური ოპონენტი, მაშინ ამას ან საკუთარი ინიციატივით გავაკეთებთ, ან ვინმე თავს გვაცემინებს. ამიტომ საჭიროა, არ ვიყოთ მზად პოლიტიკური ოპონენტის საცემად.”

გუშინ, 22 მაისს, საკრებულოს შუალედური არჩევნების მიმდინარეობისას, სოფელ კორცხელში საარჩევნო უბანთან შეკრებილმა პირებმა პარტია ნაციონალური მოძრაობის წევრებს: ნიკა მელიას, გიგა ბოკერიასა და კიდევ რამდენიმე წევრს ფიზიკური შეუარცხყოფა მიაყენეს. შსს-მ გამოძება ცემის მუხლით დაიწყო (სსსკ-ს 125-ე მუხლი), თუმცა ამ დრომდე არავინ დაუკავებიათ.

მასალების გადაბეჭდვის წესი