ახალი ამბები

ჭიდაობის ფედერაცია: არ ვაკონტროლებთ მოჭიდავეებს პოლიტიკურ სიმპათიებს

23 მაისი, 2016 • 1316
ჭიდაობის ფედერაცია: არ ვაკონტროლებთ მოჭიდავეებს პოლიტიკურ სიმპათიებს

საქართველოს ჭიდაობის ფედერაცია კორცხელის ინციდენტში სპორტსმენების შესაძლო მონაწილეობას ეხმაურება და აცხადებს, რომ მათი მხრიდან ორგანიზებულ მსვლელობას ადგილი არ ჰქონია.

“ჭიდაობის ფედერაცია გმობს ნებისმიერი სახის ძალადობას, არანაირ ორგანიზებულ მსვლელობას ჭიდაობის ფედერაციის მხრიდან ადგილი არ ჰქონია და არც ექნება. მოჭიდავეების ოჯახის სახელით სარგებლობის უფლება არ აქვს არც ერთ თუნდაც ტიტულოვან სპორტსმენს. აქვე ვაცხადებთ, რომ ფედერაცია არ აკონტროლებს ცალკეული ყოფილი და მოქმედი მოჭიდავეების პოლიტიკურ სიმპათიებს და რჩება აპოლიტიკურ ორგანიზაციად,”- აცხადებს ჭიდაობის ფედერაცია. 

გუშინ, 22 მაისს, საკრებულოს შუალედური არჩევნების მიმდინარეობისას, სოფელ კორცხელში საარჩევნო უბანთან შეკრებელმა პირებმა პარტია ნაციონალური მოძრაობის წევრებს: ნიკა მელიას, გიგა ბოკერიასა და კიდევ რამდენიმე წევრს ფიზიკური შეუარცხყოფა მიაყენეს. შსს-მ გამოძება ცემის მუხლით დაიწყო (სსსკ-ს 125-ე მუხლი), თუმცა ამ დრომდე არავინ დაუკავებიათ.

გიორგი გაბაშვილის თქმით,  ნაციონალური მოძრაობის ლიდერების ცემაში მონაწილეობდნენ სპორტსმენები, რომლებიც სხვადასხვა სპორტულ ფედერაციებში არიან გაერთიანებული და სპეციიალურად ამ მიზნით იყვნენ ჩამოსული კორცხელში.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი