ერთიანი ნაციონალური მოძრაობა იმ ადამიანების სახელებსა და გვარებს ასახელებს, რომლებიც პარტიის მტკიცებით, კორცხელის ინციდენტში მონაწილეობდნენ. შესაბამისი განცხადება პარტიაში დეპუტატმა გოკა გაბაშვილმა გააკეთა.
მისი თქმით, ძალადობრივი ჯგუფის უშუალო შემქნენლი კახა კალაძეა, ხოლო ხელმძღვანელი – ვიცეპრემიერის ნათესავი გიორგი არეშიძე:
“გიორგი არეშიძე ქირაობს სპორტულ დარბაზს, სადაც იწვრთნებიან ეს სპორტსმენები. რეკრუტირებას ახდენს გეგა გეგეშიძე, რომელიც [ყოფილი შს მინისტრის ალექსანდრე] ჭიკაიძის დაცვის უფროსი იყო. მისი ბიძაშვილია ჭიდაობის ნაკრების წევრი ვლადიმერ გეგეშიძე… ჩვენ 14 ადამიანი გვყავს იდენტიფიცრებული, რომელებიც მონაწილეობდენ: კობა ტყეშელაშვილი, ჯიჯა გიგაური, გიგა ტყემალაძე (ბრძოლა წესების გარეშე) ვლადიმერ გეგეშიძე (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა), გიო უბილავა (მკლავჭიდის ეროვნული ფედერაცია), ნოშრევან წურწუმია (კარატეს ეროვნული ფედერაცია), ლევან დემურია, გიორგი გიგაური, ლაშა დვალიშვილი, გიორგი ყურუა, დავით ხორავა, ნიკა ჭკადუა, ნიკა ნანობაშვილი, ვახტანგ წურწუმია. ესაა ის ხალხი, ვინც ამოცნობილია ჯერჯერობით”, – განაცხადა გოკა გაბაშვილმა.
სამეგრელოში, სოფელ კორცხელის 53-ე საარჩევნო უბანთან შეკრებილმა პირებმა პარტია ნაციონალური მოძრაობის ლიდერებს: ნიკა მელიას, გიგა ბოკერიასა და კიდევ რამდენიმე წევრს ფიზიკური შეუარაცხყოფა მიაყენეს.
“ქართული ოცნება” ენმ-ს პროვოკაციაში ადანაშაულებს და თავის მხრივ ავრცელებს “პროვოკაციაში მონაწილე” პირების შესახებ ინფორმაციას:
“ჭიდაობის ფედერაცია გმობს ნებისმიერი სახის ძალადობას. არანაირ ორგანიზებულ მსვლელობას ჭიდაობის ფედერაციის მხრიდან ადგილი არ ჰქონია და არც ექნება. მოჭიდავეების ოჯახის სახელით სარგებლობის უფლება არ აქვს არც ერთ თუნდაც ტიტულოვან სპორტსმენს. აქვე ვაცხადებთ, რომ ფედერაცია არ აკონტროლებს ცალკეული ყოფილი და მოქმედი მოჭიდავეების პოლიტიკურ სიმპათიებს და რჩება აპოლიტიკურ ორგანიზაციად. ჭიდაობის ფედერაციის პრესასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური”, – ნათქვამია განცხადებაში, რომელიც ჭიდაობის ფედერაციამ გაავრცელა.