მან გამოსვლაში ხაზი გაუსვა საქართველო–სომხეთის მტკიცე თანამშრომლობას ეკონომიკის, თავდაცვისა და უსაფრთხოების, ენერგეტიკის სფეროებში და მომავალ წელს დაგეგმილ ახალ პროექტზეც ისაუბრა:
“მე ვეთანხმები მიხეილ სააკაშვილის შეფასებას, რომ თანამშრომლობა კიდევ უნდა გაღრმავდეს ეკონომიკის, თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულებით. ჩვენი მუშაობა სხვადასხვა სფეროში გაგრძელდება, მათ შორის ენერგეტიკის სფეროში. ჩვენი მთავარი მიზანია, რომ სომეხი და ქართველი ერის უსაფრთხოება სათანადოდ იყოს უზრუნველყოფილი. ეს შესაძლებლობას მოგვცემს, გავუმკლავდეთ იმ გამოწვევებს და საფრთხეებს, რომლებიც რეგიონში არსებობს.
პრიორიტეტული ურთიერთობებში, რა თქმა უნდა, ეს არის სატრანსპორტო, ენერგეტიკული სფეროები და, რასაკვირველია, კულტურა.
მომავალ წელს ჩვენ უნდა დავიწყოთ ჩრდილო–სამხრეთის საგზაო მაგისტრალის მშენებლობა, რომელიც დააკავშირებს ბათუმს, ნინოწმინდას და შესაძლებელი იქნება, რომ საქართველოს პორტებისკენ სატრანსპორტო ნაკადი სწრაფად გაიზარდოს,” – აღნიშნა სარქსიანმა.
დღეს ორდღიანი ვიზიტით სერჟ სარგსიანი საქართველოს ეწვია. დღესვე იგი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესა და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს შეხვდება.