დღეს სომხეთის პრეზიდენტი სერჟ სარქსიანი ორდღიანი ვიზიტით, 28-29 ნოემბერს, თბილისს ეწვევა. ის საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან გამართავს შეხვედრას.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ნინო კალანდაძის განცხადებით, ვიზიტის ფარგლებში იგეგმება, როგორც ორმხრივი, ისე მრვალმხრივი ფორმატის და თანამშრომლობის აქტუალური საკითხების განხილვა. დაგეგმილია მთელი რიგი სამართლებრივი დოკუმენტების, მათ შორის, სასაზღვრო თანამშრომლობის, სტანდარტიზაციის და სპორტის სფეროში შეთანხმებების ხელმოწერის ცერემონია. დაგეგმილია, ასევე, ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის თანამშრომლობის პროტოკოლის ხელმოწერა.
“იმედი გვაქვს, რომ ჩვენს მჭიდრო ურთიერთობას კიდევ უფრო განამტკიცებს ეს ვიზიტი. ოფიციალური ფორმატის მიღმა დაგეგმილია კულტურული ღონისძიებებიც, რომლებშიც სომხური დელეგაცია მიიღებს მონაწილეობას,” – აღნიშნა კალანდაძემ.







