ახალი ამბები

თამაზ მეჭიაურმა “ქართული ოცნება” დატოვა

21 მაისი, 2016 •
თამაზ მეჭიაურმა “ქართული ოცნება” დატოვა

თამაზ მეჭიაურმა “ქართული ოცნება” დატოვა. ამის შესახებ  გიორგი კვირიკაშვილსა და პარტიის საპარლამენტო ფრაქციის წევრებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი. ინფორმაციას “რუსთავი 2” ავრცელებს.

თამაზ მეჭიაურის განცხადებით, “ქართულ ოცნებას” ტოვებს, თუმცა საპარლამეტნო უმრავლესობაში რჩება. ის ასევე რჩება საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე:

“დავტოვე პარტია. აბსოლუტური გაგება იყო, ძალიან კეთილმოსურნე დამშვიდობებაც და სამომავლო თანამშრომლობის სურვილიც. ვთქვი, რომ კომიტეტის თავმჯდომარის პოსტის დატოვებაც შემეძლო, რასაც ფრაქიამ მხარი არ დაუჭირა, მთხოვეს გავაგრძელო ისევ. აღვუქვი, რომ პარლამენტის ვადის ამოწურვამდე ძირითად საკითხებში მხარს დავუჭერ,”- აღნიშნა მეჭიაურმა.

შეხვედრას, რომელიც “ქართული ოცნების” ოფისში გაიმართა, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა.

დეპუტატი 14 მაისს ყოფილ პრემიერმინისტრს, ბიძინა ივანიშვილს შეხვდა. მეჭიაურის თქმით, მათ განიხილეს საქართველოს ნატოში გაწევრიანების საკითხი და შეთანხმება ვერ შეძლეს. მისი განცხადებით, ის რჩება თავის პოზიციაზე და არ ეთანხმება პარტიის საგარეო კურსს. სწორედ საგარეო კურსზე შეუთანხმებლობა გახდა პარტიის დატოვების მიზეზი.

მეჭიაური ახალი პარტიის შექმნას გეგმავს და ლევან ვასაძეს თანამშრომლობას სთავაზობს. 

მასალების გადაბეჭდვის წესი