ახალი ამბები

მეჭიაური ივანიშვლთან შეხვედრის შემდეგ საგარეო კურსთან დაკავშირებით უცვლელ პოზიციაზეა

15 მაისი, 2016 • 1424
მეჭიაური ივანიშვლთან შეხვედრის შემდეგ საგარეო კურსთან დაკავშირებით უცვლელ პოზიციაზეა

საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, თამაზ მეჭიაურის განცხადებით, 14 მაისს ყოფილ პრემიერმინისტრს, ბიძინა ივანიშვილს შეხვდა. მეჭიაურის თქმით, მათ განიხილეს საქართველოს ნატოში გაწევრიანების საკითხი და შეთანხმება ვერ შეძლეს. მისი განცხადებით, ის რჩება თავის პოზიციაზე და არ ეთანხმება პარტიის საგარეო კურსს. მეჭიაური გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრასაც გეგმავს.

“მეტისმეტად ოპტიმისტურია ბატონი პრემიერისა და ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის იმედები, რომ ჩვენ გავერთიანდებით და შევალთ ნატოში. მე შევხვდი ბატონ ბიძინა ივანიშვილს ყრილობის დაწყებამდე და მისგან მოვისმინე ამ საკითხთან დაკავშირებით არგუმენტები, მაგრამ მე დავრჩი ჩემს პოზიციაზე. სხვა საკითხებში, ამ პარლამენტის ფარგლებში, ჩვენ გვექნება საერთო აზრები. გარდა ამ საკითხისა მე ალბათ გავაგრძელებ პარტიის მხარდაჭერას. მე კიდევ შევხვდები გიორგი კვირიკაშვილს. მე არ შევუქმნი მათ დისკომფორტს გადაწყვეტილებების მიღებისას, რომელიც უნდა მიიღოს პარლამენტმა, მიუხედავად იმისა, რომ ამ ბოლო პერიოდში ცოტა მყიფე უმრავლესობა გვაქვს,” – აცხადებს თამაზ მეჭიაური ტელეკომპანია “რუსთავი 2”-თან საუბარში.

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, პარტია “ქართული ოცნების” წევრი თამაზ მეჭიაურმა 7 მაისს განაცხადა, რომ ქართულ-ამერიკული სამხედრო სწავლების ჩატარება საქართველოში საშიშია. პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა კი განაცხადა, რომ ვისაც საქართველოს საგარეო კურსში ეჭვი ეპარება, ის პარტია “ქართული ოცნების” საარჩევნო სიაში ვერ მოხვდება. მეჭიაური 14 მაისს პარტიის ყრილობას არ ესწრებოდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი