ახალი ამბები

ანონსი – 19 მაისი

18 მაისი, 2016 •
ანონსი – 19 მაისი

გთავაზობთ 19 მაისს დაგეგმილი ღონისძიებების ანონსს:

10:00 – საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის შეხვედრა ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის, თავდაცვისა და უშიშროების ქვეკომიტეტის წევრებთან. თბილისი, პარლამენტის თავმჯდომარის სათათბირო ოთახი, B კორპუსი, II სართული.

10:00 – საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი უმასპინძლებს II სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციას „ბიომრავალფეროვნება და საქართველო“.

10:30 – “პირველის პრესკლუბში” “ეროვნული ფორუმის” ერთ-ერთი ლიდერი ანი მიროტაძე ბრიფინგს გამართავს. თემა: ე.წ კაბელების საქმე, ეროვნული ფორუმის ინიციატივა, კანონპროექტი “საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” და სხვა მიმდინარე საკითხები. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული.

11:00 – ნორიოს საწვრთნელ ბაზაზე, ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის (JTEC) ასეულის დონის პირველი საველე სწავლება გაიმართება, რომელსაც თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი დაესწრება.

11:00 – იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა. თბილისი, პირველი რესპუბლიკის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, III სართული).

11:00 – სასუტმრო „ჰოლიდეი ინნში“ სახალხო დამცველი შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებულ ორგანოებში ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებული მდგომარეობის შესახებ ანგარიშს წარადგენს.

11:00 – ”ქორთიარდ მერიოტში” თხილის დარგის განვითარების მესამე ფორუმი გაიმართება, რომელიც ჩატარდება ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში საქართველოს თხილის გადამამუშავებელთა და ექსპორტიორთა ასოციაციის ინიციატივით, დიდი ბრიტანეთის საქველმოქმედო ორგანიზაცია ”ოქსფამ”-ის ორგანიზებითა და ევროკავშირის დაფინანსებით.

11:00 – “პირველის პრესკლუბში” “სამოქალაქო საზოგადოების და დემოკრატიის განვითარების ცენტრის” ხელმძღვანელი ვლადიმერ ბოჟაძე ბრიფინგს გამართავს. თემა: არჩევნების გერმანული მოდელი. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული.

11:30 – “პირველის პრესკლუბში” “თავისუფალი საქართველოს” ლიდერი კახა კუკავა ბრიფინგს გამართავს. თემა: ე.წ კაბელების საქმე, კანონპროექტი “საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ”, კანონი “ამნისტიის შესახებ”, რომლის გამოც რამდენიმე ათეულმა უვადო პატიმრობამისჯილმა შიმშილობა გამოაცხადა და სხვა მიმდინარე საკითხები. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული.

12:00 – საფინანსო-საბიუჯეტო და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტების გაერთიანებული სხდომა. თბილისი, ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული).

12:00 – დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სხდომა. თბილისი, კომიტეტის სათათბირო ოთახი N317.

12:00 – ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა. თბილისი, კომიტეტის სათათბირო ოთახი N419.

12:00 – რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომა. თბილისი, კომიტეტის სათათბირო ოთახი N439.

12:30 – “მემარცხენე ალიანსის” ცენტრალურ ოფისში, პარტიის თავმჯდომარე კახა ძაგანია ბრიფინგს გამართავს თემაზე: “ბურჭულაძე – “ნაცმოძრაობის” რეანიმატოლოგი”. მის.: ი. ხვიჩიას 17.

14:00 – აგრარულ საკითხთა და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტების გაერთიანებული სხდომა. თბილისი, ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული).

14:00 – გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომა. თბილისი, კომიტეტის სათათბირო ოთახი N518.

13:00 – პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი თამარ ქალდანი კამპანია „ეს შენ გეხებას“ წევრებს შეხვდება.
საუბარი არასამთავრობოების მიერ მომზადებულ საკანონმდებლო ცვლილებებს შეეხება. მისამართი: ნ.ვაჩნაძის 7 (კოლმეურნეობის მოედანი).

15:00 – სტუდენტების შეხვედრა იასუჰირო იოცუმოტოსთან/ენა: ინგლისური. თავისუფალი უნივერსიტეტი.

16:00 – საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე პროექტის „მრავალფეროვანი საქართველო“ მონაწილე ნიჭიერ ხელოვანებს უმასპინძლებს მარნეულიდან.

16:00 – ახალ სპორტის სასახლეში სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პროექტის „ წიგნი ყველა სოფელს“ პრეზენტაცია გაიმართება.

18:30 კავკასიური საღამო: ჰასმიკ სიმონიანი (სომხეთი), სეიმურ ბაიჯანი (აზერბაიჯანი) და ლელა სამნიაშვილი (საქართველო). კავკასიური სახლი.

19:00 – დიბისი პიერის შეხვედრა ილიაუნის სტუდენტებთან. წიგნის სახლი „ლიგამუსი“

20:00 – ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის, თავდაცვისა და უშიშროების ქვეკომიტეტის წევრების კომენტარი პრესისთვის. თბილისი, B კორპუსი, II სართული, პრესბანერთან.

20:00 დისკუსია: საბჭოთა ინერცია პოსტსაბჭოთა ლიტერატურაში – იური ანდრუხოვიჩი (უკრაინა), დიმიტრი ბიკოვი (რუსეთი), სეიმურ ბაიჯანი (აზერბაიჯანი), ლევან ბერძენიშვილი (საქართველო) / ენა: რუსული/ქართული. მწერალთა სახლი

მასალების გადაბეჭდვის წესი