თბილისის მერი, დავთ ნარმანია დღეს, 17 მაისს თბილისის საკრებულოში დეპუტატების შეკითხვებს პასუხობს.
საკრებულოს სხდომას ყველა მსურველი ვერ ესწრება. დარბაზიდან გამოძევებული არასამთავრობო ორგანიზაცია “სამართლიანი თაობის” წევრი თორნიკე ბიკაშვილი ამბობს, რომ დარბაზში არ უშვებენ და ეუბნებიან, რომ ელოდებიან ვიღაცის ნებართვას.
“როგორც ჩანს, ელოდებიდნენ ნარმანიას პასუხს, აქვს თუ არა მას სურვილი მოისმინოს განსხვავბული აზრი. მე მოვედი, რომ დავსწრებოდი სხდომას და გამომეხატა ჩემი მშვიდობიანი პროტესტი, მაგრამ საშუალება მე არ მომცეს. დღეს ის აქ იმყოფება მხოლოდ იმიტომ, რომ მას ეს უბრძანეს შუშის სასახლიდან,”- ამბობს თორნიკე ბიკაშვილი.
თბილსის საკრებულოს დემოუკიდებელმა წევრმა, ალეკო ელისაშვილმა მერს ჰკითხა რეკრეაციულ ზონებში მშენებლობის ნებართვების გაცემის შესახებ, ასევე, რატომ არ ჩათვალა მერმა საჭიროდ, ქალაქისათვის ბოტანიკური ბაღის საკითხი წინასწარ გაეცნო.
დავით ნარმანიას განცხადებით, დაგეგმილი იყო ბოტანიკური ბაღის ტერიტორიის გაყიდვა და ბიძინა ივანიშვილმა მისი შეძენით ეს ადგილი ურბანული მშენებლობებისგან გადაარჩინა. მისივე თქმით, ბოტანიკური ბაღის არსებული 4 ჰა ტერიტორიით სარგებლის მიღებას ვერ შეძლებდა და თუ შეძლებდა, მაშინ აქამდე უნდა გამოეყენებინა.
გარდა ბოტანიკური ბაღის საკითხისა, დავით ნარმანიას შეკითხვა დაუსვეს თბილისში ადაპტირებული გარემოს შესახებაც. თბილისის მერმა განაცხადა, რომ მშენებლობის უფლება თბილისში არ გაიცემა ადაპტაციის წესების გათვალისწინების გარეშე.
“ადაპტაციის შესახებ რეგულაციები ჩემი მინისტრობის დროს დამუშავდა. მშენებლობის უფლება არ გაიცემა ადაპტაციის წესების გათვალისწინების გარეშე. ამ ქალაქს ახალი და ადაპტირებული ავტობუსები არ ჰყოლია. აშენდება ახალი გაჩერებები ამ წესების გათვალისწინებით,”- განაცხადა თბილისის მერმა.