ახალი ამბები

მედვედევის შეხვედრა პატრიარქებთან

21 ნოემბერი, 2011 • 898
მედვედევის შეხვედრა პატრიარქებთან

„ჩემთვის საინტერესოა თქვენთან შეხვედრა და გაგება იმისა, როგორ ხართ. მართლმადიდებლური სამყარო საერთაშორისო განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია, რაც არაერთხელ გვითქვამს. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნებს შორის შესაძლოა გლობალური პრობლემები  იყოს, ასევე ეკონომიკური და იდეოლოგიური უთანხმოება, ეკლესია მაინც რჩება  ერთადერთ ინსტიტუტად, რომელიც ადამიანთა შორის ურთიერთობებს ამყარებს და ყველაზე რთულ დროს გვეხმარება. ამიტომ ბედნიერი ვარ თქვენთან შეხვედრის შესაძლებლობით“ – ეს განცხადება გააკეთა რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა მართლმადიდებლური ქვეყნების მთავარ წარმომადგენლებთან შეხვედრისას.

შეხვედრას რუსეთის პატრიარქი კირილი, საქართველოს პატრიარქი ილია მეორე,  ვარშავისა და პოლონეთის მიტროპოლიტი, ჩეხეთისა და სლოვაკეთის მიტროპოლიტი,  რუმინეთის მართლმადიდებლური ეკლესიის მიტროპოლიტი, ბულგარეთის მართლმადიდებლური ეკლესიის მიტროპოლიტი დომენტიან ვიდინსკი და რუსეთის საპატრიარქოს საგარეო ურთიერთობების დეპარტამენტის თავმჯდომარე მიტროპოლიტი ილრიონი ესწრებოდნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი