ახალი ამბები

ქანთარია რესპუბლიკელების თემაზე საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის მოწვევას ითხოვს

11 მაისი, 2016 •
ქანთარია რესპუბლიკელების თემაზე საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის მოწვევას ითხოვს

“ქართული ოცნების” წევრი ნუკრი ქანთარია “რესპუბლიკურ” პარტიასთან თანამშრომლობის საკითხზე საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის მოწვევას ითხოვს. ამის შესახებ მან პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა:

“როგორც ერთი დეპუტატი და უმრავლესობის წევრი, ვითხოვ უმრავლესობის სხდომის მოწვევას. არის პრობლემები და  ბატონი დავითის [უსუფაშვილის] ნათქვამი, რომ შეიძლება იყო კონკურენტი და ამავე დროს პარტნიორი, როგორც ჩანს, ქართულ რეალობაში ეს ძალიან ძნელია. ჩვენ გვიყურებს ამომრჩეველი და მე არ მინდა, სანახაობების მოწმე გავხადოთ ამ დარჩენილ დღეებში. თუნდაც უმრავლესობის თუნდაც დე იურე ლიდერს ვთხოვ სხდომის მოწვევას,”- განაცხადა ქანთარიამ.

31 მარტს გიორგი კვირიკაშვილმა დავით უსუფაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ “ქართული ოცნება” არჩევნებში მონაწილეობას დამოუკიდებლად მიიღებს. დავით უსუფაშვილის განცხადებით, “ქართული ოცნება” და “რესპუბლიკური” პარტია ურთიერთობას კონკურენტულ-პარტნიორულ რეჟიმში გააგრძელებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი