ახალი ამბები

PACE-ს თანამომხსენებლები საარჩევნო საკითხზე კონსენსუსისკენ მოუწოდებენ პარტიებს

11 მაისი, 2016 •
PACE-ს თანამომხსენებლები საარჩევნო საკითხზე კონსენსუსისკენ მოუწოდებენ პარტიებს

საქართველოში ვიზიტის შემდეგ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) თანამომხსენებლებმა, ბორის სილევიჩმა და კერსტინ ლუნდგრენმა განცხადება გამოაქვეყნეს, რომელშიც ეხმაურებიან საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების პროექტს, რათა შეიცვალოს არსებული შერეული, მაჟორიტარულ-პროპორციული საარჩევნო სისტემა.

თანამომხსენებლები გამოთქვამენ წუხილს, რომ სხვადასხვა პოლიტიკურმა ძალებმა ამ საკითხზე ვერ მიაღწიეს კონსენსუსს თარიღზე, თუ როდის უნდა შევიდეს ეს ცვლილებები ძალაში.

“2007 წლიდან მოყოლებელული უმრავლესობა და ოპოზიცია ვერა და ვერ ახერხებენ საარჩევნო სისტემის შესახებ კონსენსუსის მიღწევას, რაც ყოველთვის იყო პოლიტიკურ გარემოში დაძაბულობის მუდმივი წყარო. ამიტომ ჩვენ დღეს მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ ძალას კომპრომისისკენ, რათა თავიდან ავიცილოთ ის, რომ ასეთივე საკითხი აღარ წამოიჭრას 2020 წლის არჩევნების დროსაც,” – ნათქვამია თანამომხსენებლების განცხადებაში.

თანამომხსენებლების თქმით, კიდევ ბევრი საკანონმდებლო ცვლილებაა ინიცირებული საარჩევნო კოდექსში. ისინი მიესალმებიან ნებისმიერ ინიციატივას, რაც ხელს შეუწყობს საზოგადოებრივი ნდობის გაღრმავებას არჩევნების მიმართ, მათ ასევე ხაზი გაუსვეს არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე სტაბილური საარჩევნო კანონდემბლობის მნიშვნელობას. ისინი მოუწოდებენ ყველა პოლიტიკურ ძალასა და დაინტერესებულ მხარეებს, თავი შეიკავონ ნებისმიერი ქმედებისა თუ გამონათქვამისგან, რამაც შეიძლება უარყოფითი გავლება იქიონიოს მოსალოდნელი არჩევნების დემოკრატიულ ჩატარებასა და მის მიმართ საზოგადოების ნდობაზე.

“2012 წლის არჩევნებით საქართველო სამაგალითოა რეგიონში. ეს ტენდენცია უნდა შენარჩუნდეს 2016 წელსაც,” – განაცხადეს თანამომხსენებლებმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი