ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აკადემიური საბჭოს წევრთა არჩევნები მიმდინარეობს. უნივერსიტეტის შვიდივე ფაკულტეტზე გახსნილია საარჩევნო უბნები, სადაც უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალსა და სტუდენტთა ნაწილს (სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლებს, რომლებიც ირიცხებიან საფაკულტეტო საბჭოებში) საკუთარი ფაკულტეტის კანდიდატისთვის ხმის მიცემა შეუძლიათ.
არჩევნებზე სულ 33 კანდიდატია დარეგისტრირებული. მათ შორის:
ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტიდან: ნოდარ ელიზბარაშვილი, რამაზ გახოკიძე, გიორგი ღვედაშვილი, ნანა შათაშვილი, ომარ ფურთუხია, კობა გელაშვილი.
მედიცინის ფაკულეტეტიდან: თენგიზ ცერცვაძე, პაატა იმნაძე, ნინო ოკრიბელაშვილი.
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტიდან: მარინე მინდორაშვილი, შოთა შაბურიშვილი, ელგუჯა მექვაბიშვილი, ეკა ლეკაშვილი, ნუგზარ პაიჭაძე, თემურ შენგელია,
ფსიქოლოგიია და განათლების მეცნიერების ფაკულტეტიდან: რუსუდან სანაძე, იზაბელა პეტრიაშვილი, ეთერ ღვინერია, თამარ აბაშიძე.
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტიდან: აპოლონ სილაგაძე, დავით გოცირიძე, ეკა ვარდოშვილი, ქეთევან ხუციშვილი, თამარ პაიჭაძე, ჯონი კვიციანი, ირინე დარჩია, თინათინ მარგალიტაძე.
იურიდიული ფაკულტეტიდან: ირმა ხარშილაძე, ირინე ქურდაძე.
სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტიდან: ამირან ბერძენიშვილი, იაგო კაჭკაჭიშვილი, ნოდარ ბელქანია.
აკადემიურ საბჭოში თითოეული ფაკულტეტიდან აირჩევა 2 წარმომადგენელი. არჩეულად ჩაითვლება კენჭისყრის მიხედვით ორი საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატი.
ახალი შემადგენლობით დაკომპლექტებული აკადემიური საბჭო მუშაობას მას შემდეგ დაიწყებს, რაც 16 მაისს ამჟამად მოქმედ საბჭოს უფლებასმოსილება შეუწყდება. საბჭო 15 წევრისგან შედგება.