10 საათზე ე.წ. კაბელების საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში დასკვნითი სხდომა გაიმართება.
10:00-დან, სასტუმრო რედისონში კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის კამპანია “სამართლი ითხოვს” ფარგლებში მასპინძლობს საზოგადოებრივ ფორუმს საქართველოს სასამართლო სისტემის რეფორმირების საკითხებზე.
11 საათზე ადამიანის უფლებათა სახლის ოფისში (ქანთარიას 11/ა, მეორე სართული) ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ქალი ქალთა მოძრაობასთან ერთად გამართავს პრესკონფერენციას შსს მაღალჩინოსნების, პარლამენტის მოქმედი დეპუტატის და მისი აპარატის მიერ “დანაშაულის დაფარვის და სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტებზე”.
11:00 სთ-ზე, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ადმინისტრაციულ შენობაში (მისამართი: ქ. თბილისი, ისანი, რიჩარდ ჰოლბრუკის №8), გაიმართება შეხვედრა ბიზნესმენებთან.
12:30 საათზე, აღმაშენებლის 154-ში, ე.წ. მწვანე ოფისის შენობა, პოლიტიკური მდივანი პაატა ჯიბლაძე კონკურენციის სააგენტოს თავჯდომარის, გიორგი ბარაბაძის სახელზე, საავტომობილო გაზის იმპორტიორი კომპანიების წინააღმდეგ წერილს შეიტანს კარტერული შეთანხმებების გამოვნელისა და აღკვეთის მიზნით.
12:30-ზე შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო და მინისტრის მოადგილე ნინო ბერძული ბრიფინგს გამართავენ, სადაც სამედიცინო მომსახურებაზე ხარისხის გაუმჯობესების მიზნით მიმდინარე რეფორმის შედეგებზე ისაუბრებენ. მის: ჯანდაცვის სამინისტრო- წერეთლის 144
13:00 საათზე პარტია “რეფორმატორების” თავმჯდომარე ირაკლი ღლონტი პარტიის გენერალურ მდივანთან ერთად საქართველოს მთავარ პროკურატურასთან აქცია–ბრიფინგს გამართავს. თემა: პროკურატურის უმოქმედობა და მიმართვა პრემიერ მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს.
13 საათზე, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მთაწმინდის მაჟორიტარი წევრის ჯაბა ჯიშკარიანის ინიციატივით და უძოს ქუჩის მოსახლეობის მხარდაჭერით დასუფთავების აქცია მოეწყობა. მის: მთაწმინდის რ-ნი, უძოს ქუჩა, N13.
13:30 საათზე, ვაზიანის აეროდრომზე ქართულ- ამერიკული სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2016“ ოფიციალურად გაიხსნება.
16:00 საათზე დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს, ქ. თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურს, ეროვნულ სკრინინგ ცენტრსა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისს შორის საშვილოსნოს ყელის კიბოს ორგანიზებული სკრინინგის პროექტის ხელშეწყობის მიზნით თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდება.