ახალი ამბები

პრეზიდენტსა და მთავრობას შორის არჩევნების საკითხზე კონსულტაციები გაიმართა

10 მაისი, 2016 •
პრეზიდენტსა და მთავრობას შორის არჩევნების საკითხზე კონსულტაციები გაიმართა

საქაართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში საქართველოს პრეზიდენტსა და მთავრობას შორის არჩევნების საკითხზე შეხვედრა გაიმართა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრის შესახებ დამატებით ინფორმაციას უახლოეს დროში გაავრცელებს.

წინასწარი ინფორმაციით, შეხვედრა შეეხება იმას, თუ როდის ოფიცალურად  გამოაცხადებს პრეზიდენტი წინასაარჩევნო პერიოდის დაწყებას.

პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა 5 აპრილს განაცხადა, რომ არჩევნები 8 ოქტომბერს დანიშნა. მან 6 აპრილს გაუგზავნა მთავრობას ორი სამართლებრივი აქტი კონტრასიგნაციისთვის. თუმცა 6 აპრილს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ასევე განაცხადა, რომ განკარგულება არჩევნების დანიშვნის თაობაზე ძალაში 8 აგვისტოდან შევა. ეს იმას ნიშნავს, რომ საარჩევნო კამპანია ამ დროიდან დაიწყება.

თუმცა პრემიერმა დოკუმენტს ხელი არ მოაწერა და 14 აპრილს მოტივირებული შენიშვნებით უკან გაუგზავნა პრეზიდენტს. მთავრობის რეკომენდაციაა, რომ არჩევნების დანიშვნის შესახებ განკარგულების გამოქვეყნებისა და, შესაბამისად, წინასაარჩევნო კამპანიის დაწყების თარიღი 8 ივლისს იყოს, ხოლო პრეზიდენტის სურვილია, რომ ეს 8 ივლისის ნაცვლად 8 მაისს მოხდეს.

გიორგი მარგველაშვილი, დავით უსუფაშვილი და გიორგი კვირიკაშვილი, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში არჩვენების თაობაზე ერთმანეთს ხვდებიან

გიორგი მარგველაშვილი, დავით უსუფაშვილი და გიორგი კვირიკაშვილი, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში არჩვენების თაობაზე ერთმანეთს ხვდებიან

მასალების გადაბეჭდვის წესი