საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტს ქეთევან ქარავას შეხვდა და 22 მარტს ქალაქ ბრიუსელში მომხდარ ტერორისტული აქტზე და მას შემდეგ განვითარებულ მოვლენებზე ესაუბრა.
პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, გიორგი მარგველაშვილმა ქეთევან ქარდავას მადლობა გადაუხადა მაღალი პროფესიული ჟურნალისტური საქმიანობისათვის.
“ქვეყნის პირველმა პირმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი ნაყოფიერი და მაღალპროფესიული ჟურნალისტური საქმიანობისა და ქ. ბრიუსელში, ზავენტემის აეროპორტში მომხდარი ტერორისტული აქტის შესახებ ინფორმაციის მყისიერი გავრცელებისას გამოვლენილი პროფესიული თავდადებისათვის ღირსების ორდენით დააჯილდოვა”, – ნათქვამია პრეზიდენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.
შეხვედრას პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, პრეზიდენტის მრჩეველი საზოგადოებასთან ურთიერთობების საკითხებში თინათინ მჟავანაძე და საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორი გიორგი ბარათაშვილი დაესწრნენ.