ახალი ამბები

არმაზ ახვლედიანმა პარტია “ქართული ოცნება” დატოვა

10 მაისი, 2016 •
არმაზ ახვლედიანმა პარტია “ქართული ოცნება” დატოვა

პარტია “ქართულო ოცნების” პოლიტსაბჭოს წევრმა არმაზ ახვლედიანმა დღეს, 10 მაისს, განაცხადა, რომ პოლიტსაბჭოს ტოვებს, რადგან “ქართულ ოცნებაში” ფარისევლობა და ფასადურობაა გამეფებული.

“პარტია “ქართულმა ოცნებამ”, სამწუხაროდ, ამოწურა ყველა ის შესაძლებლობა იმისათვის, რომ გადაქცეულიყო დემოკრატიულ პოლიტიკურ ორგანიზმად, რომ ხელი შეეწყო საქართველოში პოლიტიკური პროცესის გაჯანსაღების”, – ამბობს არმაზ ახვლედიანი.

ახვლედიანის თქმით, პარტია დღეს აფერხებს პოლიტიკური პროცესის განვითარებასა და ქვეყნის დემოკრატიულ წინსვლას. იგი ამბობს, რომ ფასადურობა, მოჩვენებითობა გამეფებულია ქართულ ოცნებაში და მომდევნო ყრილობაზე ეს ფასადურობა სხვა ხარისხს მიიღებს.

ახვლედიანის თქმით, “ქართული ოცნება” გადაერთვება იმ გზაზე, რომ ნებისმიერი საშუალებით მოიგოს არჩევნები.

“არჩევნებში გამარჯვება ასეთ პარტიას ნამდვილად არ შეუძლია ნორმალურ, თანაბარ, კონკურენტულ, დემოკრატიულ პირობებში. ამისთვის ის მიმართავს სხვა გზას, ჩვეულ გზებს და ამის საუკეთესო დემონსტიტრირებაა ის, თუ რა ადამაინებით არის დაკომპლექტებული პარტიის მმართველი ძალა,” – აცხადებს ახვლედიანი.

მისი თქმით, ისინი წლების განმავლობაში ახერხებდნენ, გაეყალბებინათ არჩევნები და ისეთი შედეგი მოეტანათ, რომელიც სასურველი იქნებოდა ხელმძღვანელებისთვის,

“რა მოსატანია მისი დასნეულება, როდესაც ვხედავ რეალურად, რომ ოცნება ახერხებს და ასნეულებს ერთიან ქართულ პოლიტიკურ ორგანიზმს. ამიტომაც არ შემიძლია მე ამ პარტიაში დარჩენა, გამოვდივარ პოლიტსაბჭოდან და განვაგრძობ ბრძოლას იმისათვის, რომ თანამოაზრეებთან ერთად წინ აღვუდგე ამ პროცესს, რომ ერთხელ და სამუდამოდ მოხერხდეს და გაირღვეს მოჯადოებული პოლიტიკური წრე, რომელზეც ტრიალებს საქართველო წლების განმავლობაში”, – ამბობს არმაზ ახვლედიანი.

მასალების გადაბეჭდვის წესი