ახალი ამბები

განათლების სამინისტრო შეკითხვებს ონლაინ რეჟიმში უპასუხებს

31 ოქტომბერი, 2011 • 2406
განათლების სამინისტრო შეკითხვებს ონლაინ რეჟიმში უპასუხებს

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, სამინისტროში ონლაინ დახმარების მომსახურება ამოქმედდა.

აღნიშნული ონლაინ დახმარება, სამინისტროს ინფორმაციით, Mibew Messenger-ის პროგრამაა, რომლის მეშვეობითაც ოპერატორები ონლაინ რეჟიმში მომხმარებლის კითხვებს პასუხობენ.

“იმისთვის, რომ მომხმარებლებმა და დაინტერესებულმა პირებმა ონლაინ პროგრამით ისარგებლონ, საჭიროა საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს, ან განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ვებ-გვერდზე შევიდნენ და სასურველი კითხვა გაგზავნონ.-ნათქვამია სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ ტექსტში.

როგორც განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო იუწყება, პროგრამა რამდენიმე დღეა ამოქმედდა და უკვე 3000-მდე შეტყობინებაა შემოსული. ცხელი ხაზის განყოფილებაში კი ყოველთვიურად 13400-მდე ზარი შედის.

როგორც განათლებისა და მეცნიერების სამინისთროს მიერ გამოქვეყნებულ მასალაშია აღნიშნული, ონლაინ პროგრამის გარდა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ინფორმაციის ოპერატიულად გასავრცელებლად სოციალური ქსელ “Facebook”- საც იყენებს.

http://www.facebook.com/dimitrishashkini

http://www.facebook.com/emis.ge“, –ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი