საკრებულოში აუცილებლად მივალ, ოღონდ დეკემბერში, – ასე გამოეხმაურა თბილისის მერი დავით ნარმანია საკრებულოში რიგგარეშედ მისვლის მოთხოვნას.
“მივალ აუცილებლად, ოღონდ დეკემბრის თვეში, როგორც წესია და პრაქტიკად ვაქციეთ ჩვენ. თბილისის მერი ანგარიშით წარსდგება საკრებულოს წინაშე წელიწადში ერთხელ, კანონმდებლობით დადგენილი წესით. წარვადგენ დეკემბერში ბიუჯეტსაც და პასუხს გავცემ ყველა კითხვას”, – განაცხადა დავით ნარმანიამ 5 მაისს.
ნარმანიამ განაცხადა, რომ გამონაკლისს არ დაუშვებს. საკრებულოში ნარმანიას მისვლის მოთხოვნა საკრებულოს დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა დააყენა, ალისაშვილი მიიჩნევს, რომ ნარმანიამ პასუხი უნდა გასცეს კითხვებს თბილისის ბოტანიკური ბაღისთვის 4 ჰა-ს ჩამოჭრისა და 30 ჰა მიწის გაყიდვის შესახებ.