ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აზერბაიჯანელ ჟურნალისტს Free Media Awards 2016-ის პრემიას გადასცემენ

3 მაისი, 2016 • 1458
აზერბაიჯანელ ჟურნალისტს Free Media Awards 2016-ის პრემიას გადასცემენ

აზერბაიჯანის “თავისუფლების” ჟურნალისტი, სეიმურ ჰაზი ერთ-ერთია იმ სამი ჟურნალისტიდან თუ მედიაგამოცემიდან, რომელსაც აღმოსავლეთ ევროპაში დამოუკიდებელი მედიის Free Media Awards 2016-ის პრემიით დააჯილდოვებენ. აღნიშნულ პრემიაზე სეიმურ ჰაზი აზერბაიჯანში დაპატიმრებულმა ჟურნალისტმა, ხადიჯა ისმაილოვამაც წარადგინა.

სეიმურ ჰაზი ხულიგნობის ბრალდებით 2014 წელს დააკავეს და 2015 წლის 29 იანვარს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. მისი ადვოკატის ცნობით, ბაქოს სასამართლოს გადაწყვეტილება ევროპის სასამართლოში გაასაჩივრეს.

აღნიშნული პრემია უკრაინაში ანტიკორუფციულმა პროექტმა «Наші Гроші» [“ჩვენი ფული”] მიიღო. კიდევ ერთი გამარჯვებული რუსი ჟურნალისტი ელენა მილაშინა გახდა.

პრემიის შესახებ ინფორმაციას დამოუკიდებელი პრესის ნორვეგიული ფონდი Fritt Ord ავრცელებს. აღნიშნული პრემია დაფუძნებულია Fritt Ord-ისა და Zeit-Stiftung Ebelin und Gerd Bucerius-ის მიერ. წელს პრემიის ოდენობა 15 000 ევროა.

დაჯილდოების ცერემონია 2016 წლის ნოემბერში თბილისში გაიმართება.

სეიმურ ჰაზი; ფოტო: frittord

სეიმურ ჰაზი; ფოტო: frittord

ნორვეგიის „გამოხატვის თავისუფლების ფონდისა“ (Institusjonen Fritt Ord) და გერმანულ ფონდ „ცაიტის“ (Zeit-Stiftung) მიერ დაწესებული პრიზი 2015 წელს ნეტგაზეთმაც მიიღო.

მასალების გადაბეჭდვის წესი