1891 წლიდან პირველი მაისი მშრომელთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღედ იქცა. თავდაპირველად ის 1986 წელს, ჩიკაგოში მშრომელთა მასობრივი გამოსვლების შედეგად დაღუპულებისათვის პატივის მისაგებად ჩატარებული მსვლელობა უნდა ყოფილიყო, თუმცა 1890 წელს, მეორე ინტერნაციონალის კონგრესის გადაწყვეტილებით მან ყოველწლიური სახე მიიღო.
შრომითი უფლებების გაუმჯობესების მოთხოვნით საპროტესტო აქციები აშშ-ში 1880-იან წლებში აქტიურად ეწყობოდა. 1886 წელს, კი ერთ-ერთი ასეთ აქციაზე ჩიკაგოში, პოლიციამ 4 დემონსტრატი მოკლა.
1904 წელს, ამსტერდამში გამართულ სოციალისტთა საერთაშორისო კონფერენციაზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ყოველ პირველ მაისს სოციალ-დემოკრატთა პარტიებს უნდა გაეწიათ ორგანიზება სახალხო გამოსვლებისათვის 8-საათიანი სამუშაო დღის მოთხოვნით. გამოსვლები ყოველ წელს უნდა ჩატარებულიყო. მათივე გადაწყვეტილებით, ყველა მუშისათვის სავალდებულო ხდებოდა, რომ ამ დღეს მუშაობა შეეწყვიტათ.
დღეისთვის, პირველ მაისს მშრომელთა უფლებების დაცვის დღეს 100-მდე ქვეყანა ოფიციალურად აღნიშნავს. მათ შორის საქართველოც, თუმცა 2016 წელს, პირველ მაისს მსვლელობა არ მოეწყო.
პირველი მაისი მსვლელობით აღნიშნეს პოლონეთშიც. 01.05.16 ფოტო: EPA/LESZEK SZYMANSKI POLAND OUT“სოციალური უთანასწორობისა და სიღარიბის წინააღდეგ” – ამ ბანერით მსვლელობა მოეწყო ბარსელონას ქუჩებშიც. 01.05.16 ფოტო: EPA/ALEJANDRO GARCIAინდოეთის პროვინცია ქაშმირის მოსახლეობა შრომითი უფლებების შესახებ გაუმჯობესებული კანონმდებლობის მოთხოვნით შეიკრიბა. 01.05.16 ფოტო: EPA/FAROOQ KHANშრომითი უფლებების დასაცავად, საპროტესტო გამოსვლა სტამბულში. 01.05.16. ფოტო: EPA/TOLGA BOZOGLUშრომითი უფლებების დასაცავად, საპროტესტო გამოსვლა სტამბულში. 01.05.16. ფოტო: EPA/TOLGA BOZOGLUმუშების მსვლელობა ინდოეთის ქალაქ ბანგლაგორში. 01.05.16 ფოტო: EPA/JAGADEESH NVმუშების მსვლელობა ინდოეთის ქალაქ ბანგლაგორში. 01.05.16 ფოტო: EPA/JAGADEESH NVშრომითი უფლებების დასაცავად და სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით შეიკრიბნენ სამხრეთ კორეის დედაქალაქშიც. სეული. 01.05.16. ფოტო: EPA/STRINGER SOUTH KOREA OUTბანგლადეშის ქალაქ დაკაში პირველი მაისის აღსანიშნავად ადგილობრივები შეიკრიბნენ. 01.05.16 ფოტო: EPA/ABIR ABDULLAHპირველი მაისი აღნიშნეს რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში. 01.05.16 ფოტო: EPA/MAXIM SHIPENKOVპირველი მაისი აღნიშნეს რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში. 01.05.16 ფოტო: EPA/MAXIM SHIPENKOV