წარმოგიდგენთ 30 აპრილს დაგეგმილ ღონისძიებების ანონსს:
11:00 საათზე, თბილისის ზოოპარკში, სურსათის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, ვეტერინარიის მსოფლიო დღე აღინიშნება. ღონისძიების ფარგლებში ჩატარდება შინაური ცხოველების უფასო ვაქცინაცია ცოფზე. ქვეყნის ვეტერინარები კონსულტაციას გაუწევენ ცხოველთა მეპატრონეებს.
20:00 საათზე, ჯაზის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, თბილისის საკონცერტო დარბაზში, ჯგუფი VOLCAN კონცერტს გამართავს.