წარმოგიდგენთ 30 აპრილს დაგეგმილ ღონისძიებების ანონსს:

11:00 საათზე, თბილისის ზოოპარკში, სურსათის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, ვეტერინარიის მსოფლიო დღე აღინიშნება. ღონისძიების ფარგლებში ჩატარდება შინაური ცხოველების უფასო ვაქცინაცია ცოფზე. ქვეყნის ვეტერინარები კონსულტაციას გაუწევენ ცხოველთა მეპატრონეებს.​

20:00 საათზე, ჯაზის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, თბილისის საკონცერტო დარბაზში, ჯგუფი VOLCAN კონცერტს გამართავს.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *