ახალი ამბები

პრეზიდენტმა 95 მსჯავრდებული შეიწყალა

27 აპრილი, 2016 • 1176
პრეზიდენტმა 95 მსჯავრდებული შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა 95 მსჯავრდებული შეიწყალა. შეწყალების აქტის თანახმად, 69 მსჯავრდებული დღესვე დატოვებს სასჯელაღსრულების დაწესებულებებს – მათ შორის 10 ქალი და 2 არასრულწლოვანია.

პრეზდენტის მიერ გამოცემული შეწყალების აქტის საფუძველზე, 28 მსჯავრდებულს შეფარდებული სასჯელი შეუმცირდა; მათგან 2 ქალია და 2 არასრულწლოვანი.

შეწყალების კომისიის თავმჯდომარის, ზვიად ქორიძის განცხადებით, 23 აპრილიდან 26 აპრილამდე შეწყალების კომისიამ სულ 597 საქმე განიხილა და დადებითი რეკომენდაციების საქართველოს პრეზიდენტს წარუდგინა. ქორიძის განცხადებით, შეწყალებულთა შორის არ არიან განზრახ მძიმე დანაშაულებზე მსჯავრდებული პირები.

მასალების გადაბეჭდვის წესი