ახალი ამბები

ნაციონალური მოძრაობა თბილისის მერიას 3 მაისამდე აძლევს ვადას აუქციონის შესაჩერებლად

27 აპრილი, 2016 • 1167
ნაციონალური მოძრაობა თბილისის მერიას 3 მაისამდე აძლევს ვადას აუქციონის შესაჩერებლად

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” აქცია მერიასთან დაიშალა და მერიას მისცეს ვადა 3 მაისამდე, რომ არ ჩაატაროს აუქციონი, რომლითაც ამ ტერიტორიას შეისყიდის ბიძინა ივანიშვილი.

“წითელი ხაზი იქნება სამი მაისი, თუკი გაკადნიერდა ივანიშვილი მერიასთნ ერთად და აუქციონზე შეისყიდა ის 29 ჰექტარი, სადაც უნდა აშენებულიყო თბილისელებისთვის შინდისი-კრწანისის დამაკავშირებელი  შემოვლითი გზა, რა თქმა უნდა ეს იქნება წითელი ხაზი”, – განაცხადა მელიამ.

“ნაციონალური მოძრაობის” წევრ ნიკა მელიას თქმით, თუ სამ მაისამდე არ შეჩერდება აუქციონი, მაშინ ამას მოჰყვება მწვავე საზოგადოებრივი პროტესტი.

მელიას დაპირებით, აქციები განახლდება უფრო ფართო მასშტაბით.

მასალების გადაბეჭდვის წესი