24 აპრილს მართლმადიდებლურმა ეკლესიამ ბზობის დღესასწაული აღნიშნა. მართლმადიდებელი ეკლესია დიდი მარხვის მეექვსე კვირადღეს ზეიმობს იესო ქრისტეს იერუსალიმში შესვლას, რასაც ქრისტიანები ბაიაობას ანუ ბზობას უწოდებენ. ბზობა რიგით პირველი მოძრავი დღესასწაულია, რომელიც ყოველთვის აღდგომის წინა კვირადღეს აღინიშნება.







