ახალი ამბებიეკონომიკა

2015 წელთან შედარებით, საქართველოდან ღვინის ექსპორტი 38%-ით გაიზარდა

4 იანვარი, 2017 • 5118
2015 წელთან შედარებით, საქართველოდან ღვინის ექსპორტი 38%-ით გაიზარდა

ღვინის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის მონაცემებით, საქართველოდან 53 ქვეყანაში ექსპორტირებულია 50 მლნ-მდე ბოთლი ღვინო, რაც 38%-ით აღემატება 2015 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.

სააგენტოს ინფორმაციით, საანგარიშო პერიოდში ექსპორტირებულია 113.8 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ღვინო, რაც 16%-ით მეტია წინა წლის მაჩვენებელზე. ექსპორტიორი ქვეყნების პირველი ხუთეული კი ასე გამოიყურება: რუსეთი (27 222 076 ბოთლი), უკრაინა (5 811 050), ჩინეთი (5 299 149), ყაზახეთი (3 393 435) და პოლონეთი (2 329 820).

2015 წელთან შედარებით ღვინის ექსპორტი 2016 წელს შემდეგნაირად გაიზარდა:

  • ჩინეთი – 98%-ით (5 299 149 ბოთლი),
  • უკრაინა – 70%-ით (5 811 050),
  • რუსეთი – 49%-ით (27 222 076),
  • პოლონეთი – 46%-ით (2 329 820),
  • კანადა – 34%-ით (210 936),
  • ბელარუსი – 30%-ით (1 174 362),
  • დიდი ბრიტანეთი – 28%-ით (97 226),
  • ესტონეთი – 25%-ით (631 632),
  • ყირგიზეთი – 24%-ით (230 776),
  • აშშ – 19%-ით (294 382),
  • ლატვია – 19%-ით (1 258 632),
  • იაპონია – 15%-ით (159 654),
  • გერმანია – 6%-ით (292 454),
  • ჩეხეთი – 353%-ით (119 648).

ექსპორტირებულ ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოებს შორის პირველ ადგილს იკავებს „ქინძმარაული“ – 7 417 333 ბოთლი, შემდეგ ხუთეულში მოდის „მუკუზანი“ – 2 568 547, „წინანდალი“ – 2 023 915, „ახაშენი“ – 923 780 და „ხვანჭკარა“ – 413 823 ბოთლი.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, 2016 წელს 17 ქვეყანაში ექსპორტირებულია 10 367 886 ბოთლი ბრენდი, რაც 43%-ით აღემატება 2015 წლის მაჩვენებელს. სულ ექსპორტირებულია 23,12 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ბრენდი – ზრდამ 2015 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 24% შეადგინა.

“მთლიანობაში, ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, ღვინომასალის, ჩამოსასხმელი ბრენდისა და საბრენდე სპირტის ექსპორტის შედეგად მიღებულმა შემოსავლებმა საანგარიშო პერიოდში 194,3 მლნ აშშ დოლარს მიაღწია. 2015 წელს ეს მაჩვენებელი 146,5 მლნ აშშ დოლარს შეადგენდა – ზრდამ 32% შეადგინა,” – აცხადებენ საინისტროში.

მასალების გადაბეჭდვის წესი