97-წლიანი არსებობის განმავლობაში პირველად, მოდის სახლი Balenciaga კაცის ტანსაცმლის კოლექციას შექმნის. იდეა Balenciaga-ს კრეატიულ დირექტორს, დემნა გვასალიას ეკუთვნის. გვასალია პირველ კოლექციას 2017 წლის პარიზის მოდის კვირეულზე წარადგენს.
მოდის კრიტიკოსთა შეფასებით, დემნა გვასალია შეძლებს ახალი კოლექციით საკუთარი ბრენდის Vetements ხელწერა შეიტანოს Balenciaga-ს სტილში. მოდის სახლის განცხადებით, ახალი შოუ თანამედროვე მოდის ახალ საზღვრებს მონიშნავს.
დიზაინერი ბრენდთან გასული წლის ოქტომბრიდან თანამშრომლობს. იგი ჯერ ბელგიაში მუშაობდა, შემდეგ კი პარიზში, ლუი ვიტონის მოდის სახლში.