კომპანია „თელასი“ აცხადებს, რომ დღეს, 15 აპრილს, გადაუდებელ ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს, რის გამოც“ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ გლდანის რაიონის სატუმბო სადგურს შეუწყდება ელექტროენერგიის მიწოდება.
აღნიშნულთან დაკავშირებით დღეს, დილის 11:00 საათიდან საღამოს 21:00 სათამდე, წყალმომარაგება შეეზღუდება:
- გლდანის III, IIIა, V, VI, VII, VIII მიკრორაიონებს
- სოფელ გლდანს,
- სოფელ გიორგიწმინდას,
- ბერთუბნის დასახლებას,
- გლდანის საპატიმროს,
- ბეტონის ქარხანას,
- ჰაიდელბერგცემენტს.
- წყალმომარაგება დღეს, საღამოს 21:00 საათიდან, აღდგება.