ახალი ამბები

23 აგვისტოს თბილისის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება – ნახეთ ჩამონათვალი

21 აგვისტო, 2024 •
23 აგვისტოს თბილისის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება – ნახეთ ჩამონათვალი

23 აგვისტოს, თბილისის სხვადასხვა უბანში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.

„თელასის“ განცხადებით, ამის მიზეზი „სხვადასხვა სამუშაოებია“. კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო.

შეზღუდვა შემდეგ ქუჩებს შეეხებათ:

საბურთალოს რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაშლიჯვრის დასახლების (ნაწილობრივ), გოძიაშვილის, გელოვანის, სარაჯიშვილის, თოფურიძის, ფარჯიანის, გაბაშვილის, მაჭავარიანის და ემხვარის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), გაბაშვილის და მიხეილ თამარაშვილის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:30 საათიდან 12:30 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაშლიჯვრის დასახლების (ნაწილობრივ), გოძიაშვილის, გელოვანის, სარაჯიშვილის, თოფურიძის, ფარჯიანის, გაბაშვილის, მაჭავარიანის და ემხვარის ქუჩების მოსახლეობას.

გლდანის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის III, V მიკრორაიონების მოსახლეობას.

სამგორის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 III მიკრორაიონის, სამგორის დასახლების, სუხიშვილის, თაყაიშვილის, ნიკოლოზ ლანდიას და რაფაელ დვალის ქუჩების მოსახლეობას.

ვაკის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წყნეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

ისნის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მეტროსადგური სამგორი-ს მიმდებარე ტერიტორიის, კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის (ნაწილობრივ) და მოსკოვის გამზირის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

მასალების გადაბეჭდვის წესი