ახალი ამბებირეკლამა

იდეების ეპიდემია თბილისში – TEDxTbilisi 17 აპრილს ჩატარდება

13 აპრილი, 2016 • 1300
იდეების ეპიდემია თბილისში – TEDxTbilisi 17 აპრილს ჩატარდება

დღეს საქართველოს ბანკის სათავო ოფისში #TEDxTbilisi 2016-ის შესახებ პრესკონფერენცია გაიმართა. საქართველოს ბანკი უკვე მეოთხე წელია ამ ღონისძიების ოფიციალური მხარდამჭერია. მეოთხე ყოველწლიური ღონისძიება  2016 წლის 17 აპრილს, 11:30 ზე თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორიაში (ა. გრიბოედოვის 10ა) გაიმართება. TEDxTbilisi არის TED-ის მიერ ლიცენზირებული, დამოუკიდებლად ორგანიზებული ერთდღიანი ღონისძიება. TED წარმოადგენს არაკომერციულ ორგანიზაციას, რომლის მიზანი ინოვაციური და ინსპირაციული იდეების გაზიარებაა.

წლევანდელი ღონისძიების თემა ინოვაციებისა და ტრადიციების დაპირისპირებაა. TEDxTbilisi-ის მაყურებლების მიერ ნომინირებული სპიკერები წარმოადგენენ პროექტებს და იდეებს, რომლებიც ინოვაციის და ტრადიციის გადაკვეთაზე ჩაისახა. ტრადიციულად, პროგრამა ძალზედ მრავალფეროვანია. გამომსვლელებს შორის არიან  ასტროფიზიკოსი, მზარეული, მიკრო – ბიოლოგი, მომღერალი, ისტორიკოსი, მათემატიკოსი და ა.შ. დეტალური ინფორმაცია სპიკერებსა და მათ მოხსენებებზე ხელმისაწვდომია TEDxTbilisi-ის ინტერნეტ გვერდზე.  

როგორც TEDxTbilisi-ს წარმომადგენელმა, მერი გაბაშვილმა აღნიშნა: TEDxTbilisi-სთვის სპიკერები სხვადასხვა მიზეზით არიან  შერჩეულნი – ნაწილი მათთვის განკუთვნილი თემისადმი განსაკუთრებული სიყვარულისა და ერთგულების გამო, ზოგი ინსპირაციული მოსაზრებების. გასულ წლებში TEDx-მა უპრეცედენტო მხარდაჭერა და მოწონება დაიმსახურა, ამიტომ მოხარულები ვართ, რომ კვლავ გვეძლევა შესაძლებლობა ვუმასპინძლოთ მეოთხე ღონისძიებას. ჩვენთვის საამაყოა ღონისძიებაში ასეთი საინტერესო სპიკერების მონაწილეობა, ისევე, როგორც წარმოდგენილი თემების მრავალფეროვნება.

საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი მურთაზ კიკორია: „საქართველოს ბანკი  დასაბამიდანვე გახლავთ საქართველოში TEDx-ის ფორმატის კონფერენციის მხარდამჭერი და უცვლელი სპონსორი. ჩვენთვის მნიშვნელოვანია გამორჩეული და საინტერესო იდეების მქონე ადამიანებს, ქონდეთ შესაძლებლობა ფართო საზოგადოებას გააცნონ საკუთარი მიგნებები და, ამავე დროს, გააცნონ საქართველო მსოფლიოს“.

TEDxTbilisi 2016 -ის გამართვა შესაძლებელი გახდა  წამყვანი ქართული კომპანიების – საქართველოს ბანკის, Room Hotel Tbilisi – ის, კრისტალის, ბორჯომის, გურიელის, ნატახტარის, თელიანი ველის, სამსუნგის, ჯეოლაბის, მარკეტერის, ჯამპსტარტ ჯორჯიას, Betterfly -ს და ჯორჯიან ივენთის მხარდაჭერით.  ჩვენი მედია მხარდამჭერები არიან ლიბერალი და ტელეკომპანია GDS.

მასალების გადაბეჭდვის წესი