ახალი ამბები

სავჩენკოს საქმეში მონაწილე 46 პირს ლიტვაში შესვლა აეკრძალა

12 აპრილი, 2016 • 1761
სავჩენკოს საქმეში მონაწილე 46 პირს ლიტვაში შესვლა აეკრძალა

უკრაინელი მფრინავი ქალის, ნადია სავჩენკოს დაკავებასა და გასამართლებაში მონაწილე 46 ადამიანი ლიტვამ შავ სიაში შეიყვანა. ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრზე დაყრდნობით როიტერი იუწყება.

შავ სიაში შესულ ადამიანებს, მათ შორის რუსეთის გამომძიებლებს, პროკურორებს, მოსამართლეებსა და სეპარატისტებს (ლუგანკსიდან და დონეცკიდან) ლიტვაში შესვლა 10 წლით აკერძალათ. ანალოგიური სანქციები ცოტა ხნის წინ უკრაინამ დააწესა და ევროკავშირის ქვეყნებს იმავე ქმედებისკენ მოუწოდა.

“ისინი შავ სიაში შევიყვანეთ უკრაინისადმი სოლიდარობის ნიშნად და იმისათვის, რომ ყურადღების ფოკუსი მივმართოთ რუსეთში საერთაშორისო სამართლისა და ადამიანის უფლებების მიუღებელ დარღვევებზე”, – თქვა ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლინკევიჩუსმა როიტერთან ინტევრიუში.

ნადია სავჩენკოს ორი რუსი ჟურნალისტის მკვლელობის ბრალდებით სასამართლომ 22 წლით პატიმრობა მიუსაჯა. ის ბრალს არ აღიარებს.

22 მარტს უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ რუს კოლეგას, ვლადიმერ პუტინს ნადია სავჩენკოს ორ რუს ჯარისკაცში გაცვლა შესთავაზა, რომლებიც ამჟამად უკრაინის ტერიტორიაზე არიან დაკავებული.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი