ახალი ამბები

პოროშენკო პუტინს ნადია სავჩენკოს ორ ჯარისკაცში გაცვლას სთავაზობს

22 მარტი, 2016 • 1333
პოროშენკო პუტინს ნადია სავჩენკოს ორ ჯარისკაცში გაცვლას სთავაზობს

უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო რუს კოლეგა ვლადიმირ პუტინს ნადია სავჩენკოს ორ რუს ჯარისკაცში გაცვლას სთავაზობს, რომლებიც ამჟამად უკრაინის ტერიტორიაზე არიან დაკავებული. სააგენტო “უნიანის” ცნობით, შესაბამისი განცხადება პოროშენკომ რუსეთში სავჩენკოს სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ გააკეთა.

Україна ніколи, – ще раз наголошую, ніколи! – не визнає ані судилища Надії Савченко, ані так званого вироку.Це було га…

Posted by Петро Порошенко on Tuesday, March 22, 2016

“პუტინმა [ნორმანდიული ოთხეულის შეხვედრაზე] განაცხადა, რომ ე.წ. სასამართლო საქმის დასრულების შემდეგ სავჩენკოს უკრაინას დაუბრუნებდა. დრო მოვიდა, მან თავისი დანაპირები შეასრულოს”, – თქვა პოროშენკომ.

ნადია სავჩენკოს რუსეთის სასამართლოს გადაწყვეტილებით დღეს 22-წლიანი პატიმრობა შეეფარდა. პოროშენკოს თქმით, უკრაინა არასდროს აღიარებს ამ ვერდიქტს კანონიერად. მან სავჩენკოს წინააღმდეგ საქმეს აბსურდული უწოდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი