ახალი ამბები

NDI: 65% ამბობს, რომ საჭიროების შემთხვევაში 300 ლარს უპროცენტოდ ვერ ისესხებს

11 აპრილი, 2016 • 1467
NDI: 65% ამბობს, რომ საჭიროების შემთხვევაში 300 ლარს უპროცენტოდ ვერ ისესხებს

NDI-ის კვლევის თანახმად, რომელიც დღეს, 11 აპრილს გამოქვეყნდა, შეკითხვაზე “თქვენს ოჯახს რომ მოულოდნელად დასჭირდეს 300 ლარის შოვნა, როემელიც არ აქვს, შეძლებთ თუ არა უპროცენტოდ ფულის სესხებას?” გამოკითხულთა 65% აცხადებს, რომ ვერ შეძლებს.

ამავე კითხვაზე გამოკითხულთა 31% პასუხობს, რომ უპროცენტოდ 300 ლარის სესხებას შეძლებს, 4%-მა კი განაცხადა, რომ არ იცის.

NDI-ის კვლევის შედეგები

NDI-ის კვლევის შედეგები

კვლევის მიხედვთ, გამოკითხულთა მხოლოდ 3% მიეკუთვნება 1600 ლარზე მეტი შემოსავლის მქონეთა ჯგუფს. მოსახლეობის 24%-ის შემოსავალი კი 261-400 ლარია, 20%-ის – 151-260 ლარი, ხოლო 7%-ის -შემოსავალი 151 ლარამდეა.

NDI-ის კვლევის შედეგები

NDI-ის კვლევის შედეგები

საზოგადოებრივი განწყობების კვლევა NDI-დაკვეთით CRRC- საქართველომ ჩაატარა 2016 წლის 23 თებერვალიდან – 14 მარტამდე. გამოიკითხა 3,900 ადამიანი.

წარმომადგენლობითი შერჩევა ქვეყნის მასშტაბით. ამასთან, დამატებით წარმომადგენლობითი შერჩევა თბილისში, ქალაქის და სოფლის ტიპის დასახლებებში, ეროვნული უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში. კვლევა ჩატარდა ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვან მოსახლეობაში.

კვლევის ავტორების განცხადებით, საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1,6%.

მასალების გადაბეჭდვის წესი