ახალი ამბები

საქართველოს რომის პაპი სექტემბერში ეწვევა

9 აპრილი, 2016 • 1987
საქართველოს რომის პაპი სექტემბერში ეწვევა

პრეზიდენტის  პრესსამსახურის ცნობით, საქართველოს  რომის პაპი ფრანცისკე სექტემბრის ბოლოს ეწვევა

ამავე წყაროს ცნობით, რომის პაპი საქართველოს კავკასიური ტურნეს ფარგლებში          ესტუმრება და სომხეთსა და აზერბაიჯანსაც წვევა.

“უპირველეს ყოვლისარომის პაპის ვიზიტი საქართველოში უნდა განვიხილოთ არა მხოლოდ რელიგიური თვალსაზრისით, არამედ უნდა გავითვალისწინოთ ის ფაქტი, რომ ჩვენს ქვეყანაში ჩამოდის ვატიკანის სახელმწიფოს მეთაური, რომელსაც, როგორც სახელმწიფოს მეთაურს, საქართველოში მოწვევა ასევე გადასცა საქართველოს პრეზიდენტმა გასულ წელს ვატიკანში ვიზიტისას”, – განაცხადა პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანმა თენგიზ ფხალაძემ. 

ფხალაძე აცხადებს, რომ ვატიკანი მნიშვნელოვან როლს ასრულებს კათოლიკურ სამყაროშო საქართველოს ცნობადობის ამაღლებისა და “ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერის მიმართულებით”.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი