საზოგადოება

ვინ არის ახალი რომის პაპი

8 მაისი, 2025 •
ვინ არის ახალი რომის პაპი

კარდინალებმა კათოლიკე ეკლესიის უზანაეს პონტიფექსად ამერიკელი რობერტ პრევოსტი აირჩიეს. მისი, როგორც ახალი რომის პაპის სახელი იქნება ლეონ XIV.

ის არის პირველი ამერიკელი, რომელმაც ეს სტატუსი მიიღო.

კარდინალებს მის ასარჩევად რამდენიმე კენჭისყრა დასჭირდათ. პირველი კენჭისყრა გუშინ, 7 მაისს გაიმართა. თუმცა უშედეგოდ დასრულდა. ახალი პაპის არჩევის მცდელობა დღეს, 8 მაისს გაგრძელდა. ლეონ XIV კონკლავმა მეოთხე მცდელობაზე აირჩია.

Reuters-ის ინფორმაციით, 69 წლის ლეონ XIV-ს კარდინალობის ძალიან მცირე, თითქმის 2-წლიანი გამოცდილება აქვს. ის წარმოშობით ჩიკაგოდანაა. სასულიერო მოღვაწეობის დიდი ნაწილი მან სამხრეთ ამერიკაში, პერუში მისიონერობას დაუთმო.

პაპი ფრანცისკე 21 აპრილს, აღდგომის დღესასწაულის მეორე დღეს, 88 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მასალების გადაბეჭდვის წესი