ნეტგაზეთი | პოლიტიკოსებმა 9 აპრილს გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგეს [ფოტო/ვიდეო] პოლიტიკოსებმა 9 აპრილს გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგეს [ფოტო/ვიდეო] – Netgazeti

პოლიტიკოსებმა 9 აპრილს გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგეს [ფოტო/ვიდეო]

პარლამენტის შენობის წინ, 9 აპრილის მემორიალთან, პოლიტიკოსებმა 1989 წლის 9 აპრილს საქართველოს საბჭოთა კავშირიდან გამოყოფისა და დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართულ მიტინგზე დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მთავრობის წევრებთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად, ყვავილებით შეამკო გმირთა მემორიალი და პატივი მიაგო 9 აპრილს გარდაცვლილთა ხსოვნას.

პრემიერმა ხელისუფლების გუნდის წევრებთან ერთად საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების 25 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ფოტოგამოფენა დაათვალიერა. კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ 9 აპრილი დარჩება საქართველოს ისტორიაში გმირობის ამბად.

”ეს დღე საქართველოს უახლეს ისტორიაში ჩაიწერა, როგორც ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული ფურცელი, როდესაც უამრავმა ქართველმა ახა…

Posted by Giorgi Kvirikashvili on Friday, April 8, 2016

 

9 აპრილი დარჩება საქართველოს ისტორიაში გმირობის ამბად 9 აპრილი არის თავგანწირვის მაგალითი, ამ დღეს დაღვრილმა სისხლმა შეცვალა არა მხოლოდ ქვეყნის განვითარების ვექტორი, არამედ ქართველი ხალხის ცნობიერება, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა 9 აპრილს დაღუპულ გმირთა მემორიალთან. გიორგი კვირიკაშვილმა ყვავილებით შეამკო გმირთა მემორიალი და პატივი მიაგო 9 აპრილს გარდაცვლილთა ხსოვნას.”ეს დღე საქართველოს უახლეს ისტორიაში ჩაიწერა, როგორც ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული ფურცელი, როდესაც უამრავმა ქართველმა ახალგაზრდამ შიშველი ხელებით სცადა წინ აღდგომოდა საბჭოთა მმართველობის მძლავრ მანქანას. განმტკიცდა რწმენა იმისა, რომ შესაძლოა თუნდაც შენზე ბევრად ძლიერ ძალას აღუდგე სიმტკიცით და ვაჟკაცობით. 9 აპრილი დარჩება საქართველოს ისტორიაში გმირობის ამბად, ისტორიად იმ ახალგაზრდების გმირობისა, რომლებმაც შიშველი ხელებით ტანკების შეჩერება სცადეს. საქართველო არასდროს დაივიწყებს მათ ხსოვნას,” – აღნიშნა პრემიერმა ჟურნალისტებთან საუბრისას.პრემიერ-მინისტრმა, მთავრობის წევრებთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების 25 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ფოტოგამოფენა დაათვალიერა.

Posted by Giorgi Kvirikashvili on Friday, April 8, 2016

 

9 აპრილის მემორიალთან დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო “ახალი პოლიტიკური ცენტრი – გირჩის” გუნდმაც. ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, 9 აპრილი არის საქართველოს უახლესი ისტორიის ტრაგიკული და უმნიშვნელოვანესი თარიღი, როდესაც ქვეყნის დამოუკიდებლობის ბედი გადაწყდა.

“ახალი პოლიტიკური ცენტრი – გირჩის” გუნდი 9 აპრილის მემორიალთან“ახალი პოლიტიკური ცენტრი – გირჩის” გუნდი 9 აპრილის მემორიალთან.

Posted by ახალი პოლიტიკური ცენტრი – გირჩი \ NPC – Girchi on Friday, April 8, 2016

 

9 აპრილის მემორიალი გვირგვინით შეამკეს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერებმა. დავით ბაქრაძე ამბობს, რომ ეს თარიღი არის მისი თაობის და იმდროინდელი საქართველოს უდიდესი ტკივილი, თუმცა ამ ტკივილში დაიბადა ახალი ქართული საზოგადოება, თავისუფლება და ახალი საქართველო.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერებმა 9 აპრილის მემორიალი გვირგვინით შეამკეს.დავით ბაქრაძე: 9 აპრილი იყო უდიდესი ტკ…

Posted by ერთიანი ნაციონალური მოძრაობა | United National Movement on Friday, April 8, 2016

 

წარმომადგენლობითი ორგანოს დეპუტატებთან ერთად 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნის მემორიალი გვირგვინით შეამკეს თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ტყემალაძემ და თავმჯდომარის მოადგილემ მალხაზ მჭედლიშვილმა.

 

საკრებულოს დეპუტატებმა 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნის მემორიალი გვირგვინით შეამკეს თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თა…

Posted by თბილისის საკრებულო / Tbilisi City Assembly on Saturday, April 9, 2016

 

9 აპრილის მემორიალთან 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას, მთავრობის სხვა წევრებთან ერთად, პატივი მიაგეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა, ვიცეპრემიერმა და ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ.

✔ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ ყვავილებით შეამკო 9 აპრილს დაღუპულ გმირთა მემორიალი…

Posted by კულტურის სამინისტრო on Saturday, April 9, 2016

 

 

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, დედაქალაქის მთავრობის წევრებთან ერთად, გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკო, პატივი მიაგო დაღუპულთა ხსოვნას და 9 აპრილის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა.

 

„დღევანდელი დღე არის სიმბოლო გამარჯვებისა, დღევანდელი დღე არის სიმბოლო სიძლიერისა, შეუდრეკელობისა. იმ ადამიანებმა სიცოცხ…

Posted by დავით ნარმანია/David Narmania on Saturday, April 9, 2016

 

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და პირველმა ლედიმ მაკა ჩიჩუამ 9 აპრილს დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს. გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ჩვენ ახლა დამოუკიდებლობიდან თავისუფლებისკენ მივდივართ. პრეზიდენტის ინიციატივით, 9 აპრილს დაღუპულთა ოჯახებისა და დაზარალებულებისთვის 54 300 ლარი გამოიყო.

 

9 აპრილი

Posted by Giorgi Margvelashvili on Saturday, April 9, 2016

 

1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, მთავრობის სასახლის წინამდებარე ტერიტორიაზე, საბჭოთა კავშირის სადამსჯელო სამხედრო ნაწილებმა ხელკეტებითა და მხუთავი აირით საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მიმდინარე მშვიდობიანი აქცია დაარბიეს. ამ დღეს თბილისში 21 უდანაშაულო ადამიანი დაიღუპა, რომელთა შორის უმეტესობა ქალები და სკოლის მოსწავლეები იყვნენ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებს, სპორტს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. ასევე, მუშაობს განათლების, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.