ახალი ამბები

ყალბი 5000 დოლარის გასაღების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

8 აპრილი, 2016 • 1454
ყალბი 5000 დოლარის გასაღების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.

საგამოძიებო სამსახურის ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა ერთ-ერთ მოქალაქეზე გაასაღა 5 000 აშშ დოლარის ყალბი ასდოლარიანი კუპიურები, რის სანაცვლოდაც გასამრჯელოს სახით მიიღო გასაღებული თანხის ოდენობის 25 პროცენტი. როგორც საგამოძიებო სამსახურში აცხადებენ, ყალბი კუპიურები დამზადებულია მაღალტექნოლოგიურად და მოქალაქისათვის მისი ნამდვილისგან გარჩევა თითქმის შეუძლებელია.

საგამოძიებო სამსახური აგრძელებს მუშაობას იმის დასადგენად, თუ რა რაოდენობის ყალბი აშშ დოლარი გაასაღა ბრალდებულმა ქვეყნის ტერიტორიაზე. საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10 წლამდე ვადით.

მასალების გადაბეჭდვის წესი