ახალი ამბები

კინოცენტრის დირექტორობა 13 კანდიდატს სურს

7 აპრილი, 2016 • 1557
კინოცენტრის დირექტორობა 13 კანდიდატს სურს

საქართველოს კულტურის სამინისტროს ცნობით, კინოცენტრის დირექტორის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებულ კონკურსში ცამეტმა კანდიდატმა შეიტანა განაცხადი.

განაცხადების მიღების ვადა 5 აპრილს ამოიწურა. კონკურსანტებთან გასაუბრება 11 და 12 აპრილს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში გაიმართება.

კონკურსში მონაწილეები არიან: დოლიძე ზვიად, კალანდარიშვილი ნათია, კალტრაიდი ხოხლენკო მარინა, კერესელიძე მარინა, კიტია ლევანი, კოლელიშვილი ზაზა, მაღალაშვილი ზურაბ, მაღლაკელიძე დინარა, მახარაშვილი ნიკოლოზი, ცაავა გენო, ცერცვაძე თინათინი, ციცაგი შორენა, ჩხეიძე გაგა.

კონკურსი ვაკანტური ტანამდებობის დასაკავებლად სამინისტრომ 2016 წლის 29 მარტს გამოაცხადა.  საკონკურსო პირობების მიხედვით, კანდიდატს უნდა ჰქონდეს არანაკლებ 3 წლის მმართველობითი მუშაობის გამოცდილება, ორგანიზატორული უნარ-ჩვევები და მენეჯმენტის საფუძვლების ცოდნა, გუნდური მუშაობის გამოცდილება, ადამიანური რესურსების მართვა და კომუნიკაბელურობა.

კანდიდატებმა უნდა წარადგინონ მათ მიერ შემუშავებული კინოცენტრის და კინოინდუსტრიის განვითარების ხედვა და სამწლიანი გეგმა.

სამინისტრო ასევე გეგმავს, რომ კანდიდატებთან კონსულტაციები გამართოს 30 მარტს, 14:00 საათიდან 18:00 საათამდე.

25 მარტს ნანა ჯანელიძეს საქართველოს ეროვნული კინოცენტრის დირექტორის თანამდებობაზე უფლებამოსილების სამწლიანი ვადა ამოეწურა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი