ახალი ამბები

თბილისში სკოლის დირექტორების შესარჩევი კონკურსის პირველი ეტაპის შედეგები

14 მარტი, 2019 • 2656
თბილისში სკოლის დირექტორების შესარჩევი კონკურსის პირველი ეტაპის შედეგები

საჯარო სკოლის დირექტორების შესარჩევი კონკურსის პირველი ეტაპი დასრულდა. კონკურსი გამოცხადებული იყო თბილისის შვიდი საჯარო სკოლის დირექტორის თანამდებობაზე.

ეს სკოლებია:

.სსიპ – ქალაქ თბილისის №190 საჯარო სკოლა
• სსიპ – თბილისის პირველი ექსპერიმენტული საჯარო სკოლა
• სსიპ – ქალაქ თბილისის №82 საჯარო სკოლა
• სსიპ – ქალაქ თბილისის №216 საჯარო სკოლა
• სსიპ – ქალაქ თბილისის №218 საჯარო სკოლა
• სსიპ – ქალაქ თბილისის №30 საჯარო სკოლა
• სსიპ – ქალაქ თბილისის №202 საჯარო სკოლა.
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, კონკურსში 79 კანდიდატი მონაწილეობდა, აქედან მეორე ეტაპზე 33 კონკურსანტი გადავიდა.
სამინისტროს ინფორმაციით, უკვე დაიწყო საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის მეორე ეტაპის – საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოებისთვის დირექტორობის კანდიდატების ასარჩევად წარდგენის მიზნით გასაუბრების პროცესი.
ყველაზე მეტი – 25 განაცხადი შევიდა თბილისის 30-ე საჯარო სკოლის დირექტორის თანამდებობის დასაკავებლად, 16 განაცხადი 190-ე საჯარო სკოლის დირექტორობაზე, 13 განაცხადი – 82-ე საჯარო სკოლის, 10 განაცხადი 218-ე საჯარო სკოლის დირექტორის პოზიციაზე; თბილისის პირველ ექსპერიმენტულ სკოლაში კი, დირექტორობის სურვილი გამოთქვა 7-მა კონკურსანტმა, ხუთმა კანდიდატმა განაცხადა შეიტანა 216-ე საჯარო სკოლაში დირექტორობაზე, სამმა კი 202-ე საჯარო სკოლის დირექტორობაზე.
გასაუბრებაზე გადასული კანდიდატების სია იხილეთ აქ.

მასალების გადაბეჭდვის წესი