ახალი ამბები

ქმრისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებულის საქმეს ნაფიცი მსაჯულები განიხილავენ

31 მარტი, 2016 • 1092
ქმრისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებულის საქმეს ნაფიცი მსაჯულები განიხილავენ

ქმრისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებული მ.პ. დათანხმდა მოსამართლის შეთავაზებას და მის საქმეს ნაფიცი მსაჯულები განიხილავენ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ინფორმაციით, მსაჯულთა შესარჩევი პირველი სხდომა 7 აპრილს ჩატარდება.

ბრალდებულის წინასასამართლო პროცესი დღეს, 31 მარტს გაიმართა. ის კვლავ წინასწარ პატიმრობაში რჩება.

ქმრისა და მცირეწლოვანი შვილის მკვლელობაში ბრალდებული მ.პ, რომელსაც 2015 წლის 22 დეკემბერს აღკვეთის ღონისძიების სახით სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა, დანაშაულს არ აღიარებს. ის აცხადებს, რომ მას დაკავების შემდეგ პოლიციელებმა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

მ.პ.–ს ბრალის ფორმულირება შემდეგია: ორი ადამიანის განზრახ მკვლელობა, მათ შორის- ერთის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ (111-109-2, ბ-3, ა ქ/პ).

მასალების გადაბეჭდვის წესი