ახალი ამბები

უსუფაშვილი: პარლამენტის პარალიზება მოსალოდნელი არ არის

31 მარტი, 2016 • 1212
უსუფაშვილი: პარლამენტის პარალიზება მოსალოდნელი არ არის

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის განცხადებით, პარლამენტის მუშაობის პარალიზება მოსალოდნელი არ არის და  რესპუბლიკური პარტია უმრავლესობის დაშლის მიზეზი არ გახდება:

“პარლამენტის პარალიზება არ არის მოსალოდნელი. გადაწყვეტილებების მიღება გართულებული ახლაც არის, შეიძლება იყოს კიდევ. ამისთვის გარკვეული თადარიგი უმრავლესობის მხრიდან დაჭერილია, იმიტომ, რომ ჩვენ შარშან მივიღეთ ძალიან მნიშვნელოვანი კანონები სხვადასხვა საკითხებზე. ახლაც გვაქვს მნიშვნელოვანი თემები, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ პარლამენტი პარალიზებული იქნება. ჩვენ არ ვართ და არ ვიქნებით უმრავლესობის დაშლის მიზეზი და ჩვენი გადაწყვეტილებით არ იქნება ეს. მე ეს ღრმად მწამს. ამასთანავე, უმრავლესობაში ჩვენ გვაქვს 10 მანდატი. დანარჩენი პარტიები თუ ინდივიდები როგორ მოიქცევიან, ამაზე ვერაფერს გეტყვით,”- განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

დღეს, 31 მარტს, კოალიცია ქართული ოცნების წევრმა რესპუბლიკურმა პარტიამ განაცხადა, რომ 2016 წლის საპარლამენტო არცჩევნებში დამოუკიდებლად მიიღებს მონაწილეობას. მოგვიანებით პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ არჩევნებზე პარტია ქართული ოცნებაც დამოუკიდებლად გავა. მათ განმარტეს, რომ დღეის მდგომარეობით, რესპუბლიკელი მინისტრები პოსტებს არ დატოვენენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი