ახალი ამბები

რესპუბლიკელები 12:00 საათზე, ეროვნული კომიტეტის გადაწყვეტილებას გაასაჯაროებენ

31 მარტი, 2016 • 1212
რესპუბლიკელები 12:00 საათზე, ეროვნული კომიტეტის გადაწყვეტილებას გაასაჯაროებენ

რა ფორმით მიიღებს რესპუბლიკური პარტია 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას, ამის შესახებ ინფორმაციას 31 მარტს, 12:00 საათზე, პარტიის თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე გაასაჯაროებს.

რესპუბლიკელთა ოფისში, პარტიის ეროვნული კომიტეტის გადაწყვეტილებას მედიას გააცნობენ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა 30 მარტს ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რესპუბლიკური პარტია კოალიციიდან გასვლას არ გეგმავს, თუმცა ასევე აცხადებს, რომ ფიქრობენ – გავლენ თუ არა მომავალ არჩევნებზე დამოუკიდებლად.

მასალების გადაბეჭდვის წესი