პარლამენტის პლენარული სხდომა კვორუმის პრობლემის გამო ვერ იწყება. სხდომაზე რეგისტრაცია 68 დეპუტატმა გაიარა, ხოლო სხდომის გახსნისთვის 76 დეპუტატის დასწრებაა საჭირო.

პლენარული სხდომა 13:00 სააათზე იყო ჩანიშნული. რეგისტრაცია ხელმეორედ 15 წუთში გაიმართა. ამჯერად რეგისტრაცია 67-მა დეპუტატმა გაიარა. რეგისტრაცია მესამედ 30 წუთში გაიმართება. თუ კვორუმი ამჯერადაც არ შეიკრიბება,  სხდომა შესაძლოა ჩაიშალოს.

დღეს პლენარულ სხდომაზე დეპუტატებმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიში უნდა მოისმინონ.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *