10:30-ზე საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი ზაქარია ქუცნაშვილი მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე პორტალ „კვირას“ პრესკლუბში საგანგებო პრესკონფერენციას გამართავს. მათ შორის, ისაუბრებს ვინ დარჩება კოალიციაში; „ეს შენ გეხება-ს“ მოთხოვნებზე და ასევე, წარმოადგენს საქართველოს განვითარების სტრატეგიას- 2050. მისამართი: ნუცუბიძის ქუჩა #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2.
11:00 საათი – ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ცენტრალურ ოფისში გიორგი ვაშაძის პრესკონფერენცია გაიმართება.
11:00 საათზე პრაიმტაიმის პრესკლუბში ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერი გია ვოლსკი პრესკონფერენციას გამართავს თემა: მიმიდნარე პოლიტიკური საკითხები
11:00-ზე “პირველ პრესკლუბში” უფლებადამცველი ალექსანდრე კობაიძე ბრიფინგს გამართავს. თემა: რესპუბლიკელების კოალიციიდან გამოყოფა. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული.
11:00-ზე „ახალი მემარჯვენეების“ პოლიტიკური მდივანი მანანა ნაჭყებია მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებზე პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. მისამართი: ნუცუბიძის ქუჩა #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2.
11:30 საათი – ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ცენტრალურ ოფისში მიხეილ მაჭავარიანის პრესკონფერენცია გაიმართება.
14.00 საათზე თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დიდუბის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი ვლადიმერ ძნელაძე ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს გააფორმებს საქველმოქმედო ორგანიზაციასთან „Emmaus Georgia” მისამართი: თავისუფლების 2 (თბილისის საკრებულო).
18:00 სთზე არასამთავრობო ორგანიზაცია ,,სამოქალაქო ჩართულობის ცენტრი“ ორგანიზაციის სადისკუსიო კლუბში გამართავს შეხვედრას, რომელსაც დაესწრებიან საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, სახალხო დამცველის, ბიზნეს ომბუცმენის და პროფკავშირების წარმომადგენლები. მის: .მარჯანიშვილის #16, 4 კორპუსი , 1 სადარბაზო , ბინა 2ა.
19:30, სასტუმროში – „ლაერტონ თბილისი“ KAR.GE კატალოგის პრეზენტაცია შედგება.