ახალი ამბები

ფრიდონ საყვარელიძე: რესპუბლიკელების კოალიციიდან და მთავრობიდან გასვლაზე არ გვიმსჯელია

28 მარტი, 2016 • 1515
ფრიდონ საყვარელიძე: რესპუბლიკელების კოალიციიდან და მთავრობიდან გასვლაზე არ გვიმსჯელია

“კოალიციიდან გასვლის და მინისტრების მიერ თანამდებობების დატოვების თაობაზე კომიტეტს არ უმსჯელია,” – ამის შესახებ ჟურნალისტებს რესპუბლიკური პარტიის წევრმა ფრიდონ საყვარელიძემ განუცხადა.

საყვარელიძის თქმით, პარტიის დეტალური გადაწყვეტილება საზოგადეობას უახლოეს დღეებში ეცნობება:

“პარტიის ეროვნული კომიტეტის სხდომაზე საუბარი მიდიოდა პარტიის მომავალ არჩევნებში მონაწილეობის ფორმების შესახებ. გადაწყვეტილება საზოგადოებას რამდენიმე დღეში დაწვრილებით ეცნობება.”

“მიიღებს თუ არა რესპუბლიკური პარტია არჩევნებში მონაწილეობას დამოუკიდებლად? – ამ საკითხზე მსჯელობის დაწყებას წინ უსწრებდა დაპირისპირება გოგი თოფაძესა და მრეწველთა პარტიასთან. გოგი თოფაძემ რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთ ლიდერ თინა ხიდაშელს საგარეჯოს მაჟორიტარული არჩევნების გაყალბებაში დასდო ბრალი, რის შემდეგაც გამოძიება პროკურატურამაც დაიწყო. პროკურატურამ დანაშაულის ნიშნების არარსებობის მოტივით გამოძიება შეწყვიტა. კოალიციის წევრებს შორის დაპირისპირების პროცესში პრემიერ-მინისტრმა და კოალიცია “ქართული ოცნების” ლიდერმა გიორგი კვირიკაშვილმა ორი განცხადება გააკეთა: 19 თებერვალს მან თქვა, რომ თავდაცვის მინისტრის მიმართ ბრალდებები მიუღებელია და მთელ მთავრობას სცხებს ჩირქს, ხოლო 3 მარტს განაცხადა, რომ თავდაცვის მინისტრის მხრიდან მსგავს დაპირისპირებაში ჩართვა მიუღებელია. ამის შემდეგ რესპუბლიკურმა პარტიამ პრემიერთან შეხვედრა და “ქართული ოცნების” პარტიასთან ორპარტიული ხელშეკრულების გაფორმების სურვილი გამოთქვა, თუმცა ამ მოლაპარაკებების შედეგი ჯერჯერობით უცნობია.

მასალების გადაბეჭდვის წესი