ახალი ამბები

შემოსავლების სამსახურმა მარიხუანის შემოტანისთვის სარფში ერთი პირი დააკავა

25 მარტი, 2016 • 1327
შემოსავლების სამსახურმა  მარიხუანის შემოტანისთვის სარფში ერთი პირი დააკავა

19 მარტს  შემოსავლების სამსახურის  საბაჟო გამშვებ პუნქტზე „სარფი“ მებაჟე ოფიცრებმა მარიხუანის შემოტანის ფაქტზე ირანის მოქალაქე დააკავეს. შესაბამის განცხადებას უწყების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს:

“საქმე შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეცა საქართველოს შსს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის  დეპარტამენტის ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს ურეხის პოლიციის განყოფილებას,”- აღნიშნულია განცხადებაში.

გარდა ამისა, “22 მარტს „სარფის“ კონტროლის ზონაში თურქეთის რესპუბლიკის მხრიდან შემოვიდა ირანის მოქალაქე ა.ს., რომლის კუთვნილი ხელბარგის ეჭვის საფუძველზე დათვალიერების შედეგად აღმოჩენილ იქნა ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტი. ფსიქოტროპული და ნარკოტიკული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტები აღმოაჩინეს შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა საქართველოს  მოქალაქე ი.მ.-ის ბარგშიც. ორივე საქმე შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეცა საქართველოს შსს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს ჩაისუბნის პოლიციის განყოფილებას.”

ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტის უკანონო შემოტანის გრალდებით  23 მარტს საბაჟო გამშვები პუნქტის, „ვალეს“ მებაჟე ოფიცრებმა დააკავეს ერთი პირი:

“მედიკამენტი ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე ა.ი.-ის კუთვნილი ბარგისა და ხელბარგის ეჭვის საფუძველზე, სკანერზე დათვალიერების შედეგად აღმოაჩინეს. საქმე შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეცა სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტს.”

მასალების გადაბეჭდვის წესი